ვალვერდე ლუის სუარესის ფორმით უკმაყოფილო დარჩა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მიმდინარე სეზონის სტარტზე გუნდის ცენტრფორვარდის, ლუის სუარესის ფორმით უკმაყოფილო დარჩა.
Football Espana-ს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელი ურუგვაელში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ხედავს.
54 წლის სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ უკვე ამ სეზონის განმავლობაში 32 წლის თავდამსხმელს შემცვლელი დასჭირდება, ამიტომაც სრულად შესაძლებელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიური კლუბი შეტევის ხაზისთვის ახალი მოთამაშის გაფორმებას შეეცადოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]