"ბარსელონას" 6 002 გოლი ლა ლიგაში - საინტერესო ფაქტები
"ალავესთან" შეხვედრაში, "ბარსელონამ" ლა ლიგაში მე-6000 გოლი გაიტანა. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს კატალონიელების გოლების შესახებ.
● ტექნიკურად შესრულებულ ჯარიმამდე ათასი გოლით ადრე, ლიონელ მესიმ კლუბის ისტორიაში მე-5000 ბურთიც შეაგდო. ამ ორ გოლს შორის სხვაობა მხოლოდ 9 წელი და 198 დღე იყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
● მესის ანგარიშზე პრიმერა დივიზიონში 385 გოლია, რაც მას გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ხდის, სხვა ახლანდელი მოთამაშეებიდან კი ყველაზე კარგი შედეგი ლუის სუარესს აქვს - ურუგვაელი 110 გოლით მე-4 ადგილზეა.

● მწვრთნელი, რომლის მუშაობის პერიოდშიც "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს, იოჰან კრუიფია.

● კატალონიელებს ყველაზე ხშირად ამ კლუბების წინააღმდეგ გააქვთ:
ბილბაოს "ატლეტიკი" - 334 გოლი;
"ესპანიოლი" - 323 გოლი;
"ატლეტიკო" - 316 გოლი.
● 1949 წელს, "ბარსამ" ერთ თამაშში ათი გოლის გატანა მოახერხა. ტარაგონის "ჟიმნასტიკთან" მატჩი 10-1 დასრულდა.

● 6 002 გოლიდან, "კამპ ნოუზე" 3 807 გავიდა, 2 195 კი სხვა მოედნებზე.
● 2 756 ბურთი "ბარსელონამ" პირველ ტაიმებში შეაგდო, 3 245 კი - მეორე ნახევარში.

● გოლები, რომლებიც საერთო რაოდენობას ათასამდე ამრგვალებდა, ერთი გამონაკლისის გარდა, იმ მატჩებში გადიოდა, რომლებსაც კატალონიელები გამარჯვებით ასრულებდნენ. ამ შეხვედრებში, მათი მეტოქეები "ჯეიდა" (1000), "კასტეიონი" (3000), "ვალენსია" (4000) და "რასინგი" (5000) იყვნენ, წლევანდელი სეზონის პირველ ტურში კი მათ რიცხვს "ალავესიც" მიემატა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]