ვინ ჩაანაცვლებს ტრავმირებულ სილესენს?
მიუხედავად იმისა, რომ მარკ ტერ შტეგენის სახით "ბარსელონას" კარს საიმედო მცველი ყავს, განაცხადში მეორე მეკარის ყოფნა აუცილებელია და ერნესტო ვალვერდეს უახლოეს საათებში მოუწევს, იპოვოს კიპერი, რომელიც იასპერ სილესენის შეცვლას შეძლებს.
ჰოლანდიელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში იუქმებს.
ყველაზე დიდი ალბათობით, "ბარსას" მწვრთნელი იასპერს ჟოკინ ესკიეტათი ჩაანაცვლებს. "ბარსა ბ"-ს მეკარე, რომელიც კატალონიაში 2015 წელს გადმოვიდა, ძირითად გუნდს პირველად აშშ-ს ტურში შეუერთდა, გამპერის თასზე კი მესამე მეკარის სტატუსი ჰქონდა.
თუ ესკიეტა არ იქნება, შესაძლოა, განაცხადში ლაზარ ცარევიჩი ვიხილოთ. ის ახალგაზრდული გუნდის წევრია. რაც შეეხება ადრია ორტოლას, სარეზერვო გუნდის ყველაზე გამოცდილი მეკარე ამ სეზონს იჯარით "დეპორტივოში" გაატარებს, კიდევ ერთი მოთამაშე, ინიაკი პენია კი ტრავმირებულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]