ინტერვიუ არტურო ვიდალთან
"ბარსელონას" ჩილელმა ახალწვეულმა, არტურო ვიდალმა, კატალონიურ Sport-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- რამ მიიქცია შენი ყურადღება, როდესაც "ბარსელონაში" გადმოხვედი?
- გუნდი ექსტრაორდინალური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ასევე ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც გუნდში ოჯახურ გარემოს ქმნიან.
- პაულინიოს წასვლამ გუნდს მისი შემცვლელის დამატება აიძულა. რას ითხოვს ერნესტო ვალვერდე შენგან?
- მას უნდა, რომ გუნდს დავეხმარო, ვაჩვენო, თუ რა შემიძლია, გუნდის მოქმედებაზე ვიყო ორიენტირებული... ვარჯიშებზეც და თამაშებზეც.
- დაცვაში?
- ყველგან. უნდა ვეცადო და დაცვაში მოთამაშე მეტოქეებთან გუნდს დავეხმარო. გუნდთან ადაპტაციისთვის მზად ვარ.
- გამოცდილების ნაკლებობას არ უჩივი...
- შემიძლია გუნდს ყველაფრის მოგებაში დავეხმარო, რადგან სხვადასხვა სტილის ბევრ გუნდში მითამაშია და ადაპტაცია არ მიჭირდა ხოლმე. იმედია, ამჯერადაც ასე მოხდება.
- ზოგი ამბობს, რომ "ბარსელონასთვის" ზედმეტად ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი ხარ. იგივე ხდებოდა პაულინიოს შემთხვევაშიც.
- ვნახოთ, როგორ წარიმართება სეზონი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მოახერხებს ფიზიკური ფეხბურთელი 10-12 გოლის გატანას. ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არის ბურთს მოპოვება, ტაქტიკური თამაში გუნდის დახმარება, მატჩის განმავლობაში წინ და უკან მოძრაობა...
- მაგრამ...
- ასევე შემიძლია გუნდს გოლების გატანაში დავეხმარო, როდესაც ამის შანსი მექნება. დანამდვილებით ის ვიცი, რომ იგივეს განვაგრძობ, რასაც ადრე ვაკეთებდი - ბრძოლას, რადგან ადვილი არაფერია, მაგრამ სათანადო ძალისხმევითა და თავგანწირვით ყველაფერს მიაღწევ.
- 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მესის წინააღმდეგ თამაშით იტანჯებოდი. ახლა თანაგუნდელები ხართ. რითი შეგიძლია მესის დაეხმარო?
- ბევრნაირად. ჩემი საქმეა გუნდს ბურთის მოპოვებითა და გადამწყვეტ მომენტებში თანაგუნდელისთვის მისი გადაცემით დავეხმარო, რომ მათ გოლები გაიტანონ. ასევე შემიძლია გუნდს დავეხმარო არ გაუშვას გოლი...
- მიეცი ბურთის მესი და ის გადაწყვეტს თამაშის ბედს...
- სინამდვილეში, როდესაც ბურთი მესის აქვს, ეს უკვე უპირატესობაა, რადგან ამ დროს ის ჯადოქარია. სწორედ ამიტომაა ის საუკეთესო.
- მოგწონს მეტსახელი "მებრძოლი"?
- კი, მომწონს. ყველა მეტსახელი, რომელსაც ოდესმე მეძახდნენ, მოედანზე თავად გამოვიმუშავე და ეს მომწონს. ეს აღიარებაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]