სერხიო ბუსკეტსი: ზღვის სანაპიროზე ვითამაშეთ
გუშინ ღამით გამართული მატჩის შემდეგ, სერხიო ბუსკეტსმა "ვალიადოლიდის" მოედნის საფარის მდგომარეობა გააკრიტიკა.
"ასეთ მდგომარეობაში თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ასეთი პირობები არცერთ მოედანზე არ უნდა იყოს. ზოგ ადგილას, თავს მინდორზე მეტად ზღვის სანაპიროზე გრძნობდი.
გასაკვირია, რომ ლა ლიგიდან სიტუაციის შესამოწმებლად არავინ მოსულა.
ვიდეო რეფერი ფეხბურთის ყველაზე სამართლიანი ნაწილია. გაგვიმართლა, როცა მისი გამოყენების შემდეგ დადასტურდა ის, რომ მეტოქის გოლი წესების დარღვევით გავიდა.
პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში, გოლის შემდეგ, "ვალიადოლიდიც" გააქტიურდა. რთული მატჩი გამოვიდა". - განაცხადა ბუსკეტსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]