ტერ შტეგენმა ჟორდი მასიპს ლა ლიგაში დაბრუნება მიულოცა

ტერ შტეგენმა ჟორდი მასიპს ლა ლიგაში დაბრუნება მიულოცა

"ბარსელონას" კიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჟორდი მასიპს ახალ გუნდთან ერთად პრიმერა დივიზიონში ამოსვლა და "ვალიადოლიდში" მის წინააღმდეგ კარგი თამაში მიულოცა. 

"ლა ლიგაში შენი ხელახლა ხილვა დიდი პატივი და სიამაყეა. მიხარია, რომ წარმატებას მიაღწიე, როგორც შესანიშნავმა ადამიანმა. მთელი სეზონის მანძილზე წარმატებებს გისურვებ, ისე გააგრძელე, როგორც ჩვენთან ითამაშე!" - ვკითხულობთ ტერ შტეგენის პოსტში Twitter-ზე.

მარკი და მასიპი "ბარსაში" თანაგუნდელები 3 სეზონის განმავლობაში იყვნენ. 2014 წელს, როცა გერმანელი "ბარსელონაში" მიონხენგლადბახის "ბორუსიიდან" გადმოვიდა, ჟორდი სარეზერვო გუნდიდან დააწინაურეს. 2017 წლამდე, მას კატალონიურ გუნდში მესამე მეკარის პოზიცია ეკავა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 აგვისტო 2018 03:54
    1
    შტეგოს და სილესენს ვერ შეედრება, ისე კი არაა ცუდი მეკარე სკამზე გამოდგება
    PC7
    სტუმარი [?]
    #1 27 აგვისტო 2018 23:39
    5
    პიროვნება