რაკიტიჩი: "ბარსა" ჩემი სახლია და აქ მხოლოდ ამიტომ დავრჩი, მაგრამ ფულზეც არ ვიტყოდი უარს
"ბარსელონას" ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი აცხადებს, რომ დარჩენის გადაწყვეტილების მიღება კლუბის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მიიღო, "ბარსა" მისი სახლია და წასვლაზე არც უფიქრია.
"მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომელსაც ჩემთვის "ბარსელონაზე" მეტის მოცემა შეუძლია, თუ საქმე ხელფასს არ ეხება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრეზიდენტმა ბართომეუმ იცის, რომ მისი კლუბი ჩემი სახლია.
რა თქმა უნდა, ხელფასი კონტრაქტის ცუდი დეტალი არაა და მის გაზრდაზე უარს არავინ იტყვის. თუმცა, თუ ჩემს შემთხვევაში ეს მოხდება, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ შესაბამისი დამსახურება მაქვს. მე ვიცი რომ "ბარსას" ხელმძღვანელობა მის ფეხბურთელებზე ზრუნავს და ერთ დღეს, პრეზიდენტი ამ მიზნით დამირეკავს". - ციტირებს ხორვატის სიტყვებს Marca.
როგორც იცით, რაკიტიჩის შეძენა ამ ზაფხულში პსჟ-ს სურდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]