რაფინიას "ბარსელონაში" დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია
"ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა, დიდი ალბათობით, კატალონიურ კლუბში დარჩება იმის მიუხედავად, რომ ის "ბეტისში" გადასვლასთან ახლოს იყო.
გუშინდლამდე ცნობილი იყო "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შემაფერხებელი გარემოება - კატალონიელები, იჯარის შემთხვევაში, ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულებას ითხოვდნენ, სევილიელები კი გამოსყიდვის მხოლოდ უფლებას თანხმდებოდნენ.
გუშინ, "ბეტისმა" "ბარსას" ფინანსურად უფრო მომგებიანი წინადადება გაუკეთა, კატალონიელებმა კი განაცხადეს, რომ იჯარას ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებოდნენ, თუ რაფინია 2020 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა.
დღეს, ხერარდ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაფინია "ბარსელონაში" დარჩენასთან ახლოსაა. ამის მტკიცებულება ისიცაა, რომ "ბეტისი" "პარი სენ-ჟერმენიდან" 22 წლის ნახევარმცველს, ჯოვანი ლო სელსოს იმატებს. არგენტინელი შუახაზელი სწორედ რაფინიას ალტერნატივად მიიჩნეოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]