"ბარსელონა" "უესკასთან" მატჩისთვის ემზადება [ვიდეო]

"ბარსელონა" "უესკასთან" მატჩისთვის ემზადება [ვიდეო]

"სიუტატ ესპორტივაზე", წვიმას "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის ვარჯიშში ხელი არ შეუშლია. გუნდი ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება: 2 სექტემბერს, "კამპ ნოუს" პრიმერა დივიზიონის დებიუტანტი, "უესკა" ესტუმრება. 

დღევანდელ სესიაში მონაწილეობა პირველი გუნდის მოთამაშეებთან ერთად ახალგაზრდა მეკარემ, ლაზარ ცარევიჩმა მიიღო, რომელიც, შესაძლოა, მატჩის განაცხადში მოხვდეს. იასპერ სილესენი და დენის სუარესი კი გამოჯანსაღების პროცესის გავლას აგრძელებენ.

"ბარსა" 100%-იანი შედეგის შენარჩუნებას ეცდება. როგორც გახსოვთ, კატალონიელებმა აქამდე გამართული ორივე მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილს მადრიდის "რეალთან" ერთად ლიდერობენ. 

სეზონი "უესკამაც" საკმაოდ კარგად დაიწყო: სადებიუტო მატჩში მათ სტუმრად "ეიბარი" 2-1 დაამარცხეს, შემდეგ კი "ბილბაოსთან", ასევე გასვლაზე, ქულა აიღეს (2-2). 



  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #3 31 აგვისტო 2018 17:23
    2
    ციტატა: sergio busquets5
    უნდა გაანადგუროს. მესის ჰეტრიკი სუას დუბლი და დემბოს გოლი

    ეეეჰ!
    სუას დუბლი არ გაიშვას არსად! დუბლი კი არა მე მგონი დაელმდა smile ბურთიდან სხვა მხარეს გარბის ხოლმე! smile smile smile
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #2 31 აგვისტო 2018 16:48
    1
    ძალიან მინდა რომ შტეგენმა ობლაკს აჯობოს და "ზამორას პრიზი" აიღოს..
    უკეთესი იქნება "ოქროს ხელთათმანი"!!!
    მაგარი გვყავს და უნდა გაქაჩოს, მცველები ძალიან მაგრად უნდა ათამაშდნენ, უფრო მაგრად, ვიდრე გასულ სეზონში თამაშობდნენ..
    wink wink wink
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 31 აგვისტო 2018 16:37
    0
    უნდა გაანადგუროს. მესის ჰეტრიკი სუას დუბლი და დემბოს გოლი