რონალდინიო: ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება გამიხარდებოდა
დღეს, კატალონიაში ყოფნისას, "ბარსელონას" ლეგენდამ, რონალდინიომ ისაუბრა თავის თანამემამულეზე, რომელსაც ასევე შეეძლო, ლეგენდა გამხდარიყო.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნეიმარი ბედნიერია. ყოველთვის კმაყოფილი ვარ, როცა ჩემი მეგობრები ბედნიერები არიან, მაგრამ მე გახარებული მაშინ უფრო ვიქნები, თუ ის "ბარსელონაში" დაბრუნდება. რეალურად, არ ვფიქრობ, რომ ამის შანსი არსებობს". - თქვა ბრაზილიელმა Marca-სთან ინტერვიუში.
რონალდინიომ პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი ბოლოს 2015 წელს ითამაშა, რამდენიმე თვის წინ კი კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ის გადაწყვეტილებას არ ნანობს.
"თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ. ამ დროისთვის, ფეხბურთის თამაში არ მენატრება".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]