ცვლილებები "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში
"ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს წარდგენის შემდეგ, დირექტორთა საბჭომ, საკუთარ რიგებში, რამდენიმე ცვლილება განახორციელა.
დირექტორთა საბჭოს სამი ახალი წევრი შეემატა. ტერეზა ბაზილიო მონე კულტურის დარგს ჩაუდგება სათავეში; მარტა პლანა დროპესი "ბარსას" ინოვაციურ ჰაბს უხელმძღვანელებს; ჟორდი არხემი პუჩი კი ხელბურთის სექციის ხელმძღვანელი იქნება.
დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა, კლუბის წევრებმა, მომდევნო მორიგ გენერალურ ასამბლეაზე უნდა დაამტკიცონ.
კლუბის ხელმძღვანელობაში ასევე განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: ჟორდი მოისი და ენრიკე ტომბასი მე-3 და მე-4 ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ. დიდაკ ლი "ბარსელონას" ფონდის საბჭოს წევრი აღარ იქნება და ის მოღვაწეობას კლუბის ციფრული მიმართულების დეპარტამენტში განაგრძობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]