"ბარსელონა" ვარჯიშს 4-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა [VIDEO]
4-დღიანი შესვენების შემდეგ, "ბარსელონას" პირველი გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა. კატალონიელთა რიგებში იმ ფეხბურთელებმაც ივარჯიშეს, რომლებიც გუნდს სანაკრებო პაუზიდან დაუბრუნდნენ.
სანაკრებო თამაშები უკვე მოილიეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, იასპერ სილესენმა, ლუის სუარესმა, უსმან დემბელემ და სამუელ უმტიტიმ. ყველა მათგანი გუნდს დღეს შეუერთდა. მათთან ერთად იყვნენ "ბარსა ბ"-დან ხუან მირანდა და რიკი პუჩი.
სერჟი სამპერი და მალკომი ტრავმირებულები არიან, ხოლო სერხიო ბუსკეტსი, სერჟი რობერტო, ივან რაკიტიჩი, ფილიპე კოუტინიო, არტურო ვიდალი და ტომას ვერმალენი კვლავ ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იმყოფებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]