"ბარსელონა" საულით დაინტერესდა

"ბარსელონა" საულით დაინტერესდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონამ" თვალი მადრიდის "ატლეტიკოს" ერთ-ერთ ლიდერს, საულ ნიგესს დაადგა.

23 წლის ნახევარმცველი მარიდულ გუნდში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა Mundo Deportivo-ს ცნობით, საულის მიერ ესპანეთის ნაკრებში ამ თვეში ნაჩვენებმა ბრწყინვალე თამაშმა კატალონიელთა მხრიდან ფეხბურთელით ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

საულის კატალონიურ კლუბში ტრანსფერი მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული, თუმცა მათგან ყველაზე მთავარი ესპანელი შუახაზელის გამოსასყიდი თანხაა, რომელიც 134 მილიონ ევროს შეადგენს. "ბარსელონაში" ეჭვობენ, ღირს თუ არა ნიგესი ამხელა თანხა.

გავრცელებული ცნობებით, კატალონიელები საულის თამაშს კიდევ დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მომდევნო ზაფხულში მიიღებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 სექტემბერი 2018 00:00
    0
    რაბიოს ეს ჯობს ბევრად
    მოკლედ მომავალ ზაფხულში რაკიტიჩი წავა დიდი ალბათობით და მეეჭვება არტური განიხილებოდეს მის შემცვლელად
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    m0nk
    სტუმარი [?]
    #4 13 სექტემბერი 2018 23:32
    0
    Adrec iyo amaze saubari da ufro realuri iyo gansaxorcieleblad.. dghes chemi azrit barcelonastvis amaze uketesi alternativa ar moidzebneba, prosta didi albatoba ar aris moyvanis. vinmeshi tu girs 135 milionis gadaxda Sauli nagdad aris eg vinme :) mara vfiqrob daagviana cota barcelonam :)
    MAYER
    სტუმარი [?]
    #3 13 სექტემბერი 2018 22:21
    0
    პოგბას სჯობს ათასჯერ თუ ნახევარმცველი მოდის ეს უნდა მოვიდეს და არა მძორი პოგბა
    „Més que un club“
    სტუმარი [?]
    #2 13 სექტემბერი 2018 21:52
    0
    კი კარგ გუნდშია ატლეტიკოს სახით მაგრამ შეთავაზება რომ მიიღოს, როგორ უნდა უთხრას უარის ბარსელონას, მაგრამ ალბათ ასე მოიქცევა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 სექტემბერი 2018 21:49
    1
    ძალიან კარგი ბიჭია, მარა ახლა არ გვჭირდება არანაირად. და მაგასაც რო თავი დავანებოთ, 35282 წლამდე აქვს კონტრაქტი გახანგრძლივებული და არავინ გამოგვატანს. 134მლნ ძალიან ბევრია და ბარემ პოგბა იხვეწება წამოსვლას და ის ვიყიდოთ.