მესი, ბუსკეტსი და პიკე Bleacher Report-ის სიმბოლურ გუნდში

მესი, ბუსკეტსი და პიკე Bleacher Report-ის სიმბოლურ გუნდში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა Bleacher Report-მა შეადგინა სიმბოლური გუნდი იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებიც ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში თამაშობენ და თავიანთ კლუბებში 10 წელზე მეტია ირიცხებიან.

სიმბოლურ გუნდში "ბარსელონადან" ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟერარ პიკე მოხვდნენ. სამივე მათგანი კატალონიური კლუბის აღზრდილია. მესი "ბარსაში" 2003 წლიდან თამაშობს, ბუსკეტსი და პიკე კი 2008 წლიდან გამოდიან.

Bleacher Report-ის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ხულიან სპერონი ("კრისტალ პალასი", 2004 წლიდან); სერხიო რამოსი ("რეალი", 2005 წლიდან), ჟერარ პიკე ("ბარსელონა", 2008 წლიდან), ვენსან კომპანი ("მანჩესტერ სიტი", 2008 წლიდან), მარსელო ("რეალი", 2007 წლიდან); დანიელე დე როსი ("რომა", 2002 წლიდან), სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა", 2008 წლიდან), აარონ რემზი ("არსენალი", 2008 წლიდან); ფრანკ რიბერი ("ბაიერნი", 2007 წლიდან), ლიონელ მესი ("ბარსელონა", 2003 წლიდან), მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი", 2007 წლიდან).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 13 სექტემბერი 2018 22:40
    1
    Bufoni roar gadasuliyo psg shi isic moxvdeboda ise ramdenjer iqneba monaxvedri :dddd