სერხიო ბუსკეტსი: ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასეთ წარმატებას მივაღწევდი
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი სერხიო ბუსკეტსი პირველ გუნდში დებიუტიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.
"დებიუტი? ძალიან ვნერვიულობდი. 2008 წლის 13 სექტემბერი იყო და "ბარსელონა", ლა ლიგის მე-2 ტურში, სანტანდერის "რასინგს" ეთამაშებოდა. წინა დღეს გავიგე, რომ უნდა მეთამაშა. "კამპ ნოუზე" თამაში პირველად მიწევდა.
ყველა მეუბნებოდა, არ მენერვიულა, რადგან მწვრთნელი "ბარსა ბ"-დან უკვე მიცნობდა და მან იცოდა, რა შემეძლო პირველი გუნდისთვის შემემატებინა.
ამდენი ტიტულის მოგებასა და ამდენ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ წარმოვიდგენდი. ვერც იმას ვიფიქრებდი, თუ ამდენი შესანიშნავი მოგონება დამიგროვდებოდა.
პროგრესი? ვფიქრობ, დღეს უფრო კარგი ფეხბურთელი ვარ. ბევრი მატჩი ჩავატარე და ბევრი ტიტულიც მოვიგე. დღეს, უფრო მომწიფებული და გამოცდილი ვარ." - აცხადებს 30 წლის ფეხბურთელი.
პირველ გუნდში ბუსკეტსის დებიუტიდან 10 წელი დღეს გავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]