ინტერვიუ ივან რაკიტიჩთან

ინტერვიუ ივან რაკიტიჩთან

გასული სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ერთ-ერთი მთავარი გეგმა ივან რაკიტიჩის "ბარსელონაში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი იყო. ხორვატ ნახევარმცველს "პარი სენ-ჟერმენი" ფინანსურად ბევრად გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ მან მაინც დარჩენა გადაწყვიტა.

Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით იწყება.

- აგვისტო გასაგიჟებელი შეთავაზებებით დაასრულე. რამდენად ყოყმანობდი გადაწყვეტილების მიღებამდე?

- არასდროს ვყოყმანობ. ჩემი რეაქციის დრო იყო. იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვირიცხები. აქ ბედნიერი ვარ.

- რა აქვს "ბარსას" ისეთი, რაც სხვა კლუბებს არ აქვს?

- "ბარსა" უნიკალურია. ეს არის გრძნობა, რომელსაც ვერ აღწერ. ამ კლუბმა წლები დახარჯა იმისათვის, რომ საუკეთესო ყოფილიყო და ბევრ ფეხბურთელს სურს მისი ნაწილი იყოს.

- ნეიმარი ან ალვესი პსჟ-ში გადასვლაში შენს დარწმუნებას ხომ არ ცდილობდნენ?

- მათ ვესაუბრე, მაგრამ ორივე მათგანმა იციან, თუ რას ვღებულობ "ბარსელონასგან". ჩემი გადაწყვეტილების შესახებ არ გვისაუბრია. მათ პრეზიდენტს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ვესაუბრე და სულ ეს იყო.

- კიდევ რამდენი ხანი გინდა "ბარსელონაში" ითამაშო?

- იმედი მაქვს, კიდევ დიდი ხანი ვითამაშებ. იმედი მაქვს, ხელშეკრულებას გავახანგრძლივებ. ამას მოუთმენლად ველი. მინდა, ყველა ვარჯიშისგან და თამაშისგან სიამოვნება მივიღო.

- ელოდები ხელფასის მომატებას? დაგირეკა ბართომეუმ?

- კი, ველოდები და იმედი მაქვს, ის მალე კიდევ დამირეკავს.

- და თუ არ მოგიმატებენ მაშინ, როდესაც სხვა ფეხბურთელების პირობები უმჯობესდება?

- ზეწოლას არ მოვახდენ. "ბარსელონა" კარგად მიცნობს. კატალონიელები პირველი გუნდის ფეხბურთელებს დიდ პატივს სცემენ. მათ იციან ჩემი პოზიცია. დროთა განმავლობაში და ზეწოლის გარეშე ყველაფერი მოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 14 სექტემბერი 2018 14:55
    0
    იმედია მოუმატებ და ათამაშდები
    ѕυperѕтαr
    სტუმარი [?]
    #2 14 სექტემბერი 2018 14:26
    1
    ვა მოდრიჩზე არაფერი უთქვამს უცნაურია
    Culé [?]
    #1 14 სექტემბერი 2018 13:49
    0
    იქნებ მოუმატონ და უკეთ ათამაშდეს