"ბარსას" ქალთა გუნდის თამაში უცნაური მიზეზით გადაიდო
"ბარსელონასა" და "ლევანტეს" ქალთა გუნდებს შორის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში ხვალ გასამართი დაპირისპირება ჯერჯერობით უვადოდ გადაიდო.
თამაშის გადადების გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. მიზეზი კი უცნაურია - "ბარსელონას" ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ყაზახეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში მოწამლულები დაბრუნდნენ. კატალონიური კლუბის მოთამაშეების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფეხბურთის თამაშთან შეუთავსებელი გამოდგა და ფედერაციამ თამაში გადადო.
უახლოეს მომავალში კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და თამაშის ჩატარების ახალ თარიღს დათქვამენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]