ერნესტო ვალვერდე "სოსიედადთან" მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "სოსიედადთან" შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
"სამი მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. მეტოქემ რთული გამოცდა მოგვიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვდომინირებდით, "სოსიედადი" ძლიერი აღმოჩნდა და პირველი გოლიც გაგვიტანა.
ყველაზე ძნელი მათი დაცვის ბარიერების გარღვევა იყო, მაგრამ მეორე ნახევარში საქმეს სხვანაირად მივუდექით, მეტი გავრისკეთ და ამის წყალობით, სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ.
სწორედ ასეთი თამაშებია გადამწყვეტი ტიტულისთვის ბრძოლაში. როცა რაღაც არ გამოგდის, სირთულეების გადალახვა უნდა შეძლო და ჩვენ ეს გამოგვივიდა.
ტერ შტეგენმა შესანიშნავი სეივები შეასრულა, რითაც გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
განახლების შემდეგ, "ანოეტაზე" თამაში კიდევ უფრო რთული გახდა. აქ განსაცვიფრებელი ატმოსფეროა, გულშემატკივრები თავიანთ გუნდს სულ გვერდში უდგანან, ეს კი ჩვენ საქმეს გვირთულებს. მიუხედავად ამისა, მატჩი მოვიგეთ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მომატებაზე არ უნდა ვიფიქროთ. ეს ყოველთვის აუცილებელია".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]