რივალდო: "ბარსელონა" უფრო ჩემპიონთა ლიგაზე უნდა კონცენტრირდეს
"ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რივალდო მიიჩნევს, რომ კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას ესპანეთის ჩემპიონობაზე მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.
"მას შემდეგ, რაც "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონასთვის" ესპანეთის ჩემპიონობას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ლიგის მოგება ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ძალიან გაახარებთ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, "ბარსა" უფრო ჩემპიონთა ლიგაზე უნდა კონცენტრირდეს, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატზე. ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებისთვის პრობლემას ვერ ვხედავ." - რივალდოს ამ სიტყვებს Marca ციტირებს.
დღეს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე, პსვ-ს დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]