ლიონელ მესის რეკორდები პსვ-სთან მატჩში
"ბარსელონას" კაპიტანი რეკორდების დამყარებას აგრძელებს. ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის გახსნით მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს მე-8 შემთხვევა იყო, როცა არგენტინელმა ლიგის ერთ თამაშში 3 გოლი გაიტანა, ასეთი მაჩვენებელი კი სხვას არავის აქვს.
პირველი გოლი მესიმ საჯარიმო დარტყმით შეაგდო და ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ მე-14 ევროპულ სეზონში მოახერხა გატანა. ასევე, ეს იყო ლეოს მერვე გოლი ჯარიმიდან 2018 წელს, რაც მისი საუკეთესო შედეგია და ახლა, მას ნებისმიერ სხვა მოთამაშეზე 10-ით მეტი ჯარიმა აქვს გატანილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]