ლეო მესი პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია
UEFA-მ ის 4 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, ლეო მესიც მოხვდა.
"ბარსას" არგენტინელმა ლიდერმა, პსვ-სთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში, ჰეთ თრიქი გაიფორმა.
მესის კონკურენტები იქნებიან.
- ნაბილ ფექირი. "ლიონი". "მანჩესტერ სიტისთან" სტუმრად 2:1 მოგებულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა.
- პოლ პოგბა. "მანჩესტერ იუნაიტედი". "იანგ ბოიზთან" სტუმრად 3:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი და საგოლე გადაცემა.
- ჯეიმს მილნერი. "ლივერპული". პსჟ-სთან შინ 3:2 მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი.
ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]