ვალვერდე: რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ მოგება მნიშვნელოვანი იყო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ტოტენჰემთან" გამართულ მატჩს (4:2), რა თქმა უნდა, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეც გამოეხმაურა.
"რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ მოგება მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ეს გავაკეთეთ.
დაძაბული თამაში გამოვიდა, ანგარიში მუდმივად იცვლებოდა. რთულ მეტოქესთან რთული მატჩი ჩავატარეთ. შეხვედრის მიმდინარეობისას გარკვეული პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ მათი აღმოფხვრა შევძელით.
ყოველთვის ვცდილობთ თამაშში დომინირებას და ბურთის ფლობას. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მივაღწიეთ იმას, რაც პირველივე წუთიდან გვინდოდა.
მესიმ პსვ-სთან ჰეთ თრიქი შეასრულა, დღეს კი ორი გოლი გაიტანა. ლეო რომ ბედნიერია, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]