"ბარსა" მე-2 ადგილს დასჯერდა

"ბარსა" მე-2 ადგილს დასჯერდა

კატალონიის თასის გათამაშება "ესპანიოლის" გამარჯვებით დასრულდა. სამმატჩიან მინი-ტურნირში პოჩეტინოს შეგირდებმა ორივე მატჩი მოიგეს და ისე დაიკავეს პირველი ადგილი. "ბარსამ" 2 თამაშიდან ერთი მოიგო და მე-2 პოზიციას დასჯერდა, ბოლო ადგილზე გასულმა "ოსპიტალიტეტმა" კი ორივე შეხვედრა დათმო.

პირველი თამაში "ესპანიოლსა" და "ოსპიტალიტეტს" შორის გაიმართა. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა გახსნით მატჩი 1:0 მოიგეს. მე-2 შეხვედრაში "ესპანიოლმა" "ბარსელონა" დაამარცხა ანგარიშით 2:1. პინტოს კარში ორივე გოლი ხოან ვერდუმ გაიტანა, რომელიც "ბარსას" სკოლის აღზრდილია, გვარდიოლას გუნდის მხრიდან კი ერთადერთი ზუსტი დარტყმა ბარტრამ განახორციელა, რომელმაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს დაუხვედრა თავი. ამ მატჩის დასრულების შემდეგ ცხადი გახდა, რომ "ესპანიოლი" უკვე ჩემპიონი იყო. ტურნირის ბოლო შეხვედრაში "ბარსამ" "ოსპიტალიტეტი" ჯონათან დოს სანტოსისა და სორიანოს ადრეული გოლებით 2:0 დაამარცხა.

 

ესპანიოლი-ბარსელონა 2:1

ბარსელონა: პინტო, ადრიანო, ბარტრა, ფონტასი, მაქსველი, მასკერანო, ტიაგო, კეიტა, ვასკესი, ხეფრენი, ბოიანი

გოლები: 1:0 ვერდუ 21, 2:0 ვერდუ 23, 2:1 ბარტრა 27

 

ოსპიტალიტეტი-ბარსელონა 0:2

ბარსელონა: მასიპი, მონტოია, სერხი გომესი, ორიოლ რომეუ, აბრაჰამი, დოს სანტოსი, რივეროლა, კარმონა, ტელო, ჯონათან სოტიანი, როჩინა

გოლები: 0:1 დოს სანტოსი 4, 0:2 სორიანო 7

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.