ბოიან კრკიჩი: "ბარსელონაში" თამაში შოკი იყო

ბოიან კრკიჩი: "ბარსელონაში" თამაში შოკი იყო

"ბარსელონას" ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი, ამჟამად "სტოკ სიტიში" მოთამაშე ბოიან კრკიჩი კატალონიურ გუნდში გატარებულ პირველ დღეებს იხსენებს.

"ბარსელონაში" ცუდი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ზეწოლას მომზადებული ვერ შევხვდი.

პირველ გუნდში გატარებული პირველი დღე მახსოვს. წყლის ბოთლიდან ხუთ მეტრში ვიჯექი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მწყუროდა, ბოთლს არ ვიღებდი. მეშინოდა, რამე არასწორად არ გამეკეთებინა.

17 წლის ვიყავი და "ბარსელონაში" ვთამაშობდი. ეს დიდი შოკი იყო. გასახდელში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვიყავი, როგორებიც არიან ეტო'ო, პუიოლი, მაქსველი, ინიესტა... ყოველი დღე სიზმარს ჰგავდა." - ციტირებს ბოიანის სიტყვებს Marca.

ბოიანი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში ის 2007 წელს, 17 წლის ასაკში გამოჩნდა. კატალონიელთა მაისურით ჩატარებულ 141 მატჩში მან 31 გოლი გაიტანა. 2011-2014 წლებში ბოიანი "რომაში", "მილანსა" და "აიაქსში" იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც ის "სტოკ სიტის" შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 6 ოქტომბერი 2018 20:50
    2
    Pakom am sawyis Sam turshi imdeni goli gaitana mtliani sezonis ganmavlobashi rogaetana amdeni imazec arityoda xelmdzgvaneloba uars :ddd
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #2 6 ოქტომბერი 2018 20:46
    0
    მაკგრეგორი ხაბიბი რომელ არხზე და რომელ საათზე გაარკვიე ძმურად მადლობა წინასწარ
    GORDO
    სტუმარი [?]
    #1 6 ოქტომბერი 2018 20:31
    1
    მაკგრეგორი ხაბიბი რომელ საათზეა გამარკვიეთ რა ვინმემ, ხვალ დილის 6 თუ 8-ზე?