"ვალენსიასთან" მატჩის განაცხადი ცნობილია
ცოტა ხნის წინ, ერნესტო ვალვერდემ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ხვალ ვალენსიაში გაემგზავრებიან და "მესტალიაზე" ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
საეჭვო მდგომარეობის მიუხედავად, განაცხადში მოხვდა ლუის სუარესი. საინტერესო სიახლეა მალკომის დაბრუნებაც: კატალონიაში გადმოსვლის შემდეგ, ბრაზილიელს თამაშის პრაქტიკა თითქმის არ ჰქონია. გუნდს ტრავმის გამო სერჟი რობერტო და სამუელ უმტიტი ვერ დაეხმარებიან.
სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელე, რაფინია, სილესენი, მალკომი, ლანგლე, ალბა, მუნირი, ვიდალი, ვერმალენი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]