პაკო: რთულია სათამაშო დრო გქონდეს, როცა გუნდში მესი და სუარესი თამაშობენ
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა, რომელიც ამჟამად დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარის წესებით თამაშობს, გერმანულ კლუბში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"მივიღე გადაწყვეტილება სხვა გუნდში წავსულიყავი, რათა სათამაშო პრაქტიკა რეგულარულად მიმეღო და ჩემი პროფესიით მესიამოვნა. "ბარსელონაში" ძალიან რთულია სათამაშო დრო გქონდეს, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში მესი და სუარესი თამაშობენ.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით, რომელიც მივიღე. პირველივე დღიდან აქ ყველა საკითხში მეხმარებიან. ადაპტაცია კარგად გავიარე.
აქ ძალიან მომწონს და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთით, რომელსაც "ბორუსიაში" ვაჩვენებ.
ამავე დონეზე თამაში უნდა გავაგრძელო. ჩემი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ გუნდს დავეხმარო და თუ მოედანზე გამოვალ, შევეცდები ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო." - განაცხადა ალკასერმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]