ოფიციალურად: "ბარსელონა" 2019 წლის საზაფხულო ტურნეს აზიაში ჩაატარებს
"ბარსელონამ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორწლიანი შესვენების შემდეგ, კატალონიური კლუბი წინასასეზონო მზადებას აზიაში გაატარებს.
გასული ორი ზაფხულის განმავლობაში, "ბარსა" ამხანაგურ მატჩებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებდა. 2019 წელს კი, კატალონიელები აზიას დაუბრუნდებიან, სადაც მათ ბოლოს 2016 წლის დეკემბერში, კატარში ამხანაგურად ითამაშებს.
"ბარსა" თამაშებს ჩინეთსა და იაპონიაში ჩაატარებს. კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდს გულშემატკივრები ყველაზე დიდი რაოდენობით აზიაში არიან კონცენტრირებული. ჩინეთი და იაპონია მსოფლიოს ათ სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანაში შედიან და ამის გათვალისწინებით, 2019 წლის ტური მარკეტინგულად მნიშვნელოვანია.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდებს დაუპირისპირდება "ბარსა" ზაფხულში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]