მირანდა: "ბარსელონას" დასამარცხებლად ყველაფერი გვაქვს
მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველი ჟოაო მირანდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
"მესის არყოფნა ჩვენი მოგების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. თუმცა, "ბარსელონას" სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც ჰყავს.
ლუის სუარესი ძალიან ტექნიკური, ძლიერი და ფეთქებადი თავდამსხმელია. ძალიან საინტერესო დუელს ველი და იმედი მაქვს, მის შეჩერებას შევძლებ.
აქ მატჩის საყურებლად არ ჩამოსულვართ. ასეთი მრისხანე მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი გვაქვს." - ციტირებს მირანდას სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
"ბარსელონა"-"ინტერის" შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]