პატრიკ კლუივერტი: ჩემი შვილი "ბარსელონაში" გადასვლაზე ოცნებობს

პატრიკ კლუივერტი: ჩემი შვილი "ბარსელონაში" გადასვლაზე ოცნებობს

"ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი აცხადებს, რომ მისი შვილის, "რომას" ახლანდელი შემტევის, ჯასტინ კლუივერტის ოცნება კატალონიურ გუნდში თამაშია.

"რა თქმა უნდა, ჯასტინი "ბარსელონაში" თამაშს ისურვებდა. მან უკვე თქვა, რომ მისი მიზანი ესაა.

"რომაში" მისი ადაპტაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, სადაც გამოცდილი და გამოუცდელი ფეხბურთელებიც არიან.

ვფიქრობ, მან უფრო ხშირად უნდა ითამაშოს, მოედანზე უფრო მეტი უნდა ირბინოს. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ის "ბარსელონაში" გადავა, რადგან ეს ჩემი ოცნებაცაა.

როდესაც ხედავ, რომ შვილი შენს კვალს მიჰყვება, შესანიშნავი შეგრძნებაა." - ციტირებს პატრიკ კლუივერტის სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გიორგი
    სტუმარი [?]
    #3 27 ოქტომბერი 2018 20:31
    0
    Nakdndjej
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ოქტომბერი 2018 18:19
    0
    ჯერ ადრეა მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს მომავალში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ოქტომბერი 2018 15:38
    3
    მერე გააფრთხილე, ნეიმარივით არ დახარბდეს ფულებს, არ გააგრძელოს კონტრაქტი და გადმოვიდეს უფასოდ, უარს არ იტყვიან ბარსელონაში.

    ციტატა: ani-barca10
    ციტატა: Wtf man
    ამას თუ ვიყიდიდით მალკომი აღარ მოვიდოდა და მგონი ჯობდა კიდეც. მარცხენა ვინგერია და მანდ დაგვჭირდებოდა

    კოუტინიო დგას მანდ, სკამზე იჯდებოდა მაინც

    აი ვილიანი უნდა ეყიდათ და გამოგვადგებოდა მარა არ დამიჯერეს :დ

    შენი ბრალია, უნდა მიწოლოდი ბოლომდე და იქნებ დაეჯერებინათ.