ლუის სუარესი: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

ლუის სუარესი: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის წინ Marca-სთან ისაუბრა.

"რეალს" ახალი მწვრთნელი ჰყავს და ეს ყველთვის დამატებითი მოტივაციაა ფეხბურთელებისთვის, რათა დაამტკიცონ, რომ თამაშს იმსახურებენ.

ძალიან ფრთხილად უდნა ვიყოთ, რადგან მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა, როგორც ნებისმიერ მეტოქეს, "რეალსაც" აქვს ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ.

ყველამ ვიცით, როგორი ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ გუნდი ყოველთვის უფრო მნიშველოვანია, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე. მათ ჰყავთ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინონ.

ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. არ ვფიქრობთ იმაზე, როგორი მოთამაშეები ჰყავთ მეტოქეებს.

"კლასიკო" "კლასიკოა". გასულ სეზონში უკვე ვიყავით ჩემპიონები, მაგრამ მაინც მთელი ძალით ვთამაშობდით. "რეალთან" შეხვედრები ყოველთვის ასეთია.

რა თქმა უნდა, მოგება გვინდა. არ უნდა იფიქრო, როგორ ითამაშებს მოწინააღმდეგე. "ელ კლასიკოში" მოედანზე უნდა გახვიდე, მთელი ძალით ითამაშო და მაქსიმუმი აჩვენო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #7 27 ოქტომბერი 2018 22:53
    1
    ციტატა: vegassi54
    სუარესი შეიძლება ცუდ ფორმაშია მაგრამ რაღაც განსაკუთრებული თამაშის ჟინი აქვს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.

    სუას ცუდ ფორმაში ყოფნა უკვე სრულდება! wink

    რეალთან სუა დაგლიჯავს ყველაფერს, გული მიგრძნობს! heart_eyes
    Culé [?]
    #6 27 ოქტომბერი 2018 20:52
    2
    ჩემი აზრით სუას უბრალოდ წარუმატებლობის პერიოდი აქვს და არაფერ შუაშია მიზი ფიზ მომზადება , ერთი უნდა გაიტანოს და დაგვიბრუნდება ჩვენი ჯეკა
    Culé [?]
    #5 27 ოქტომბერი 2018 20:51
    0
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    სუა შენ როგორც ინტერთან მინიმუმ ისე ითამაშე და მადრიდელები პანპერსებით დატოვებენ ნოუკამპს.... არტურმა რეალთანაც თუ მაგრად ითამაშებს ეგ ბიჭი ულაპარაკოდ ძირითადის წევრი უნდა იყოს შემდეგ მატჩებშიც..

    არტურმა თუ მართლა კარგად ითამაშა ესეიგი მართლა მაგარი ყოფილა.მჯერა რომ თავს გაართმევს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ოქტომბერი 2018 18:23
    2
    სუარესი შეიძლება ცუდ ფორმაშია მაგრამ რაღაც განსაკუთრებული თამაშის ჟინი აქვს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
    avto
    სტუმარი [?]
    #3 27 ოქტომბერი 2018 15:18
    7
    უნივერსალზეა ხო
    giorgi123456789
    სტუმარი [?]
    #2 27 ოქტომბერი 2018 15:12
    7
    სუა შენ უნდა ულიდერო გუნდს მესის არყოფნაში😎😎
    avto
    სტუმარი [?]
    #1 27 ოქტომბერი 2018 15:08
    3
    ალბათ ასეთ შემადგენლობას დააყენებს ვალვერდე

    შტეგენი
    სემედუ პიკე ლენგლე ალბა
    რაკეტა ბუსკეცი არტური
    დემბო სუა კოუ