ერნესტო ვალვერდე თასის პირველი მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "კულტურალ ლეონესასთან" გასამართი კოპა დელ რეის სეზონის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის, ხვალინდელიც. ამხანაგურ შეხვედრას არ ვატარებთ, თანაც მეტოქე ჩვენთან დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. "ლეონესა" მოედანზე 200%-ით დაიხარჯება, ასე რომ, ჩვენც კარგად უნდა ვითამაშოთ.
ჩვენი მხრიდან ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც შემადგენლობაში ხშირად ვერ ვხედავთ. იმედია, ისინი თავს გამოიჩენენ.
იასპერ სილესენს ცუდი დღე ჰქონდა, მაგრამ დღეს კარგადაა, ხვალ კი ჩვენს კარში იდგება.
ბოლოდროინდელი შედეგები თავდაჯერებას გვმატებს. ახლა, ეს შედეგები უფრო დიდი წარმატებების მიღწევისთვის უნდა გამოვიყენოთ".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]