არტურო ვიდალის კურიოზი: "3 ქულის აღებით ბედნიერები ვართ"
"ბარსელონას" ჩილელ ნახევარმცველს, არტურო ვიდალს, "კულტურალ ლეონესასთან" გუშინ გამართული თამაშის (0:1) შემდეგ, მცირე კურიოზი შეემთხვა.
მატჩის შემდეგ ვიდალმა განაცხადა: "ბედნიერები ვართ იმით, რომ 3 ქულა ავიღეთ." თუმცა, ვიდალს დაავიწდა, რომ შეხვედრა სათასო იყო, თასზე კი, ქულები არ თამაშდება.
ფეხბურთში მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში "ლიონთან" დაპირისპირების შემდეგ, სერხიო რამოსმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა გუნდმა 3 ქულა ვერ აიღო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]