ლიონელ მესი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
ლიონელ მესი აგრძელებს აღდგენით კურსს. გუნდის არგენტინელმა ლიდერმა დღეს "სიუტატ ესპორტივაზე" სრული დატვირთვით ივარჯიშა. ფეხბურთელმა სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა გუშინაც მიიღო და ვარჯიშზე არანაირი დისკომფორტი არ უგრძვნია.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით ლიონელ მესის ტრავმის მოშუშებას 3 კვირა უნდა დასჭირვებოდა. თუმცა მესი დაგეგმილზე უფრო სწრაფად პროგრესირებს და ამან შესაძლოა ეს დრო შეამციროს.
დიდი ალბათობით, მესი "ინტერთან" გასვლითი მატჩისთვის ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]