სერხიო რომერო: მარსიალი მესის ძალიან ჰგავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი სერხიო რომერო თავის თანაგუნდელებს კლუბსა და ნაკრებში, ანტონი მარსიალსა და ლიონელ მესის ერთმანეთს ადარებს.
"მარსიალი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც მინახავს. ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ბურთით მოძრაობს ისე, თითქოს ის ფეხზე ჰქონდეს მიწებებული, მესია. ანტონისაც შეუძლია მაქსიმალურად აჩქარდეს, ბურთი კი ფეხზე ჰქონდეს. ის არასდროს კარგავს მასზე კონტროლს. სწორედ ამიტომ შეუძლია მას გააკეთოს ის, რასაც აკეთებს.
მარსიალს მაქსიმალური სისწრაფის დროსაც კი შეუძლია ბურთის წამებში გაჩერება. იმავეს აკეთებს მესიც. ლეოს შეუძლია ბურთით სირბილი, დრიბლინგი, მოულოდნელად გაჩერება, შემდეგ კი ტემპის ან მიმართულების შეცვლა.
მარსიალიც მშვიდად აკეთებს მსგავს რაღაცებს. მას ეს არაერთხელ მოუხერხებია." - ციტირებს რომეროს სიტყვებს "მანჩესტერის" ოფიციალური ვებგვერდი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]