"ბარსელონა" დავიდ ლუისით დაინტერესდა

"ბარსელონა" დავიდ ლუისით დაინტერესდა

კატალონიურ "ბარსელონას" ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის უფასოდ გაფორმება სურს.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" ბრაზილიელი მოთამაშით არიან დაინტერესებულები და მზად არიან ფეხბურთელი სეზონის დასრულებისას მოიწვიონ, როდესაც მას თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება, იტყობინება Express.

31 წლის ლუისი, რომლის კონტრაქტიც მომავალ ზაფხულში იწურება, ლონდონურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ-ჯერობით არ შეთანხმებულა და ზამთარში ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების დაწყების უფლებას მიიღებს. 

ანტონიო კონტეს მწვრთნელობის დროს ხშირად მიდიოდა საუბარი "სტემფორდ ბრიჯიდან" ბრაზილიელის წასვლის შესახებ, თუმცა ინგლისელთა ამჟამინდელი დამრიგებელი, მაურიციო სარი დავიდ ლუისს ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    donandresiniesta8
    სტუმარი [?]
    #2 5 ნოემბერი 2018 17:49
    2
    ზამენაზე არ დავჯდებოდი ამის ადგილას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ნოემბერი 2018 16:38
    2
    უფასოთ მოვიდეს ოღონთ დიდ ხელფასზე პრეტენზია არ ქონდეს