ვალვერდე: "ინტერი" მამაცი გუნდია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს"

ვალვერდე: "ინტერი" მამაცი გუნდია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მილანის "ინტერთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

"მოახლოებული მატჩისთვის ვემზადებით და სხვა არაფერზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია 1/8 ფინალის საგზური, რაც შეიძლება მალე გავინაღდოთ, თუმცა ჯერ არცერთ გუნდს არ აქვს პლეი-ოფში ადგილი გარანტირებული.

ხვალინდელი მატჩი იქნება მსგავსი "ინტერის" მიერ სერია ა-ში ჩატარებული შეხვედრებისა - ინტენსიური თამაში და ნამდვილი ბრძოლა. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, შევეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ ირგვლივ და სწორედ ამის წყალობით შევაჩეროთ. ანალოგიურად, მეტოქეც თავისი ფეხბურთის თამაშს შეეცდება.

მე მომწონს "ინტერი", იმიტომ, რომ ის მამაცი გუნდია. მათ აქვთ გეგმა და მათი მიზანი მისი შესრულება იქნება. ისინი არასდროს მიდიან რისკზე, თუმცა მათ ნამდვილი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ, რომელსაც მათთვის წარმატება მოაქვს." - განაცხადა კატალონიელთა დამრიგებელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 ნოემბერი 2018 10:45
    7
    Valiko midi AR daindo meore tamashic mouge 😉
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️