"ბარსელონა"-"ინტერი" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ინტერთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა.
"რთულ მატჩს ველი იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ ფორმაშია.
მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს. კარგი თამაში გველის, რომელშიც ორივე გუნდი მოგებისთვის და ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს.
რაფინია? ხვალ სათამაშოდ ის ერთ-ერთ კანდიდატია.
მესის შეცვლა? მის პოზიციაზე თამაში ბევრ ფეხბურთელს შეუძლია. ასევე შეგვიძლია ტაქტიკა შევცვალოთ.
ჩვენი გეგმაა, მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ და არ ვაპირებ, ამ საკითხზე დღეს დეტალურად ვისაუბრო.
არის თუ არა მალკომი სათამაშოდ მზად? შესაძლოა. არ ვიცი.
მესის არყოფნა? ის გუნდიდან არ წასულა. რა თქმა უნდა, მისი დანაკლისი დაგვაზიანებს, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. "სევილიასთან" მოგებით კმაყოფილები ვიყავით და გვინდა, ლეო მომდევნო თამაშების მოგებით გავაბედნიეროთ.
მალკომი, მიმდინარე სეზონში, ცოტას თამაშობს, მაგრამ ის მზად უნდა იყოს იმ დროისთვის, როდესაც შანსს მიიღებს. ეს არ ნიშნავს, რომ ის ხვალ ითამაშებს.
თუ რაფინია ითამაშებს, ამის მიზეზი ის არ იქნება, რომ მას "ინტერში" აქვს ნათამაშები. თუ ითამაშებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენი გუნდისთვის ასე იქნება უკეთესი.
დემბელე? როგორც სხვა ფეხბურთელები, სათამაშოდ ისიც მზად უნდა იყოს.
მესის პასუხისმგებლობები? ძალიან ძნელია, ეს ერთმა ფეხბურთელმა ითავოს. ვაპირებთ, ეს პასუხისმგებლობები გუნდზე გადავანაწილოთ.
დემბელეს პროგრესი? ყველაფერი მარტივია - ვარჯიშების დროს კარგად უნდა იმუშავო. ის ბურთს კარგავს, ისევე, როგორც რაკიტიჩი, სუარესი, კოუტინიო და სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი.
"რეალის" მწვრთნელის პრობლემები? ეს ნორმალურია, როდესაც "რეალისა" და "ბარსას" დონის გუნდს წვრთნი."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]