"ბარსელონა" 1/8-ფინალში გასული ერთადერთი გუნდია
მიმდინარე სეზონი, მცირე ჩავარდნის მიუხედავად, "ბარსელონასთვის" ძალიან კარგად მიმდინარეობს. კატალონიელებმა ჯერ ესპანეთის სუპერ თასი მოიგეს, შემდეგ ლა ლიგაში დამაჯერებლად ლიდერობა მოიპოვეს, სამშაბათს კი, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდეს.
გასაკვირია, მაგრამ "ბარსელონა" ერთადერთი გუნდია, რომელმაც 1/8-ფინალი პირველ 4 ტურში გაინაღდა. ამასთან ძალიან ახლოს არიან "დორტმუნდი", "ატლეტიკო", "პორტუ", "ბაიერნი", "აიაქსი", "მანჩესტერ სიტი", "რეალი" და "რომა", მაგრამ მათი ჯგუფში ჩარჩენის თეორიული შანსები ჯერ კიდევ არსებობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]