კოუტინიო "ბარსელონას" 2-3 კვირით გამოაკლდა
"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ფილიპე კოუტინიო ტრავმირებულია და ის გუნდს უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
26 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ბიცეფსის კუნთი აქვს დაჭიმული.
ცნობილია, რომ კოუტინიო "ბეტისთან" კვირას გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შემდეგ სანაკრებო პაუზა მოდის, რასაც 24 ნოემბერს "ატლეტიკოსთან" რთული გასვლა მოჰყვება. სწორედ მადრიდში გასამართი თამაშისთვის უნდა ველოდოთ კოუტინიოს დაბრუნებას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]