დემბელემ, შესაძლოა, "ბეტისთან" მატჩი გამოტოვოს

დემბელემ, შესაძლოა, "ბეტისთან" მატჩი გამოტოვოს

მოგეხსენებათ, რომ კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფრანგმა ვინგერმა, უსმან დემბელემ გასტროენტერიტის გამო დღევანდელი სავარჯიშო სესია გამოტოვა.

21 წლის ფრანგი ფეხბურთელის თამაში ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში, "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ, კითხვისნიშნის ქვეშ დგას, ექიმები არ არიან დარწმუნებულნი, რომ დემბელე კვირამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

დემბელეს გარდა "ბეტისთან" მატჩში ერნესტო ვალვერდეს ფილიპე კოუტინიოც დააკლდება, თუმცა მალკომი მზადაა მათი დანაკლისი შეავსოს.

დემბელემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისური 11 მატჩში მოირგო, მან მეტოქის კარი 4-ჯერ დალაშქრა და ერთხელაც საგოლე გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 9 ნოემბერი 2018 14:51
    0
    უნდა მოუმატოს ამან თორემ სეზონის ბოლოს მოუწევს აბარგება
    donandresiniesta8
    სტუმარი [?]
    #2 8 ნოემბერი 2018 22:44
    6
    ერთი პაჩკა იმოდიუმი და 1 წელი ტუალეტშიც არ გავა
    temo24
    სტუმარი [?]
    #1 8 ნოემბერი 2018 22:17
    4
    მალკომს უკვე ნაღდად დააყენებს ვალიკო ძირითადში სხვა გზა არა აქვს ამჯერად