ლუის ენრიკე: "ნაკრებში სათამაშოდ მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობა არ კმარა"
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რომელიც წარსულში "ბარსელონას" წვრთნიდა, ეროვნულ გუნდში ფეხბურთელების გამოძახებაზე ისაუბრა.
"ესპანეთის ნაკრებში ფეხბურთელებს მხოლოდ ხალხის სურვილის გამო ვერ გამოვიძახებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვების აზრს არ ვაფასებ. ვერ დავუშვებ, რომ სხვებმა გავლენა მოახდინონ ჩემს არჩევანზე.
მე არანაირი პრობლემა არ მაქვს რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელთან. რაც შეეხება ხორდი ალბას, პროფესიონალურ დონეზე მას არავინ იცნობს ჩემზე და ჩემს სამწვრთნელო შტაბზე უკეთ.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ბევრ სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობა არ კმარა. ამას გარდა კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი." - განაცხადა "ფურია როხას" ასტურიელმა დამრიგებელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]