სპალეტიმ "ბარსასთან" დაკავშირებით თავისი კომენტარი განმარტა
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ბოლო მეტოქის, მილანის "ინტერის" მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ "ატალანტასთან" განცდილი მარცხის შემდეგ (1-4), არასწორი გადაწყვეტილებების მიღება აღიარა, თუმცა თავი იმით გაიმართლა, რომ "ბარსამაც" წააგო.
მოგეხსენებათ, შუა კვირაში "სან სიროზე" გამართული დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა და იმ მატჩამდე სპალეტიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა: "თუ მატჩებისთვის ისე მოვემზადებით, როგორც ამას "ბარსელონას" ფეხბურთელები აკეთებენ, ყველა შეხვედრას 0-18-ს წავაგებთ." ამ შედარებამ გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ორშაბათს, სპალეტიმ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, უფრო ამომწურავად ისაუბრა.
"როცა ვთქვი, რომ "ბარსელონა" მატჩამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით გახურდა, და ჩვენ, ასეთ შემთხვევაში წავაგებდით, ვიგულისხმე, რომ ისინი უფრო სწრაფად აკეთებენ ყოველივე იმას, რაც ფეხბურთის თამაშს სჭირდება. ჩვენ რელაქსაცია და მოედანზე განსაკუთრებული კონცენტრაციით და მაქსიმალურად მობილიზებული გასვლა ერთმანეთს უნდა შევუხამოთ. "
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]