კანავარო: "ოქროს ბურთი ინიესტას ეკუთვნის"
როგორც იცით ახლოვდება დრო იმისა, რომ გამოავლინონ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და გადასცენ მას ყველასათვის სასურველი ჯილდო, "ოქროს ბურთი". ამასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი აკეთებს კომენტარს, როგორც ფეხბურთელები ისე ცნობილი ადამიანები. ამჟამად თავისი აზრი გაგვიზიარა იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ცენტრალურმა მველმა, ფაბიო კანავარომ. მან განაცხადა, რომ ოქროს ბურთი კატალონიის "ბარსელონას" 26 წლის ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას უნდა გადაეცეს.
"ოქროს ბურთის მოგების კანდიდატად არის 23 ფეხბურთელი წარდგენილი. ამ მოთამაშეებიდან პირადად მე უპირატესობას ანდრეს ინიესტას მივანიჭებდი და ამ ჯილდოსაც მას გადავცემდი. ეს ყველაფერი ლოგიკურიც იქნება, რადგან მან ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატი და მოიგო კიდეც. ამასთან, მან მუდიალის ფინალში გაიტანა ერთადერთი და აგადამწყვეტი გოლი. მსოფიო თასის გარდა ანდრესმა შესანიშნავად ჩაატარა სეზონი კლუბთან ერთად" - განაცხადა ფაბიო კანავარომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]