Sport: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა ჩააბარა
"ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა ჩააბარა" - ასე დაასათაურა კატალონიურმა Sport-მა სტატია, რომელიც "ბარსას" მიერ ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებას ეხება.
ცნობილია, რომ ანდორასა და საქართველოს შორის გამართულ გუშინდელ შეხვედრას "ბარსელონას" სკაუტები ესწრებოდნენ. ესპანური პრესის ცნობით, "ბარსა" ცაკვეტაძეს უკვე წელიწადზე მეტია აკვირდება და კატალონიელებმა გადაწყვიტეს ახალგაზრდა ქართველი შემტევი მოედანზე ენახათ.
საქართველომ ქულები დაკარგა, მაგრამ კარგი ამბავი მაინც გვაქვს - Sport-ის ცნობით, სკაუტებმა ქართველთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორზე დადებითი ანგარიში მოამზადეს. ყველა ვხვდებით, რომ გიორგის "ბარსელონაში" გადასვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ გუშინდელი თამაში წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა მოვნათლოთ.
Sport-ის სტატიაში ვხვდებით ჩაკვეტაძის თვისებებისა და თამაშის სტილის აღწერასაც. იქვეა აღნიშნული, რომ 19 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასთვის" შესაფერისი სტილის მოთამაშეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]