რაფინია: მწყინს, რომ ჩემს ერთგულებაში ეჭვი შეეპარათ
როგორც ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რაფინია ალკანტარა "ბარსელონასთან" დაკავშირებით მამის აზრს არ იზიარებს. დღეს, ის ქალაქში გამართულ პრეზენტაციას დაესწრო და ღიად საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ თავის გუნდზე მთლიანადაა კონცენტრირებული.
"ჩემი თავი "ბარსელონაშია", კლუბთან სრული ერთგულება მაკავშირებს. მწყინს, რომ ამაში ეჭვი შეეპარათ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და, რა თქმა უნდა, აქ დიდი კონკურენციაა. ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი უნდა ვიშრომო.
"ატლეტიკოსთან" თამაშისთვის გულმოდგინედ ვემზადებით. ტიტულისთვის ბრძოლის ორ კანდიდატს შორის დაპირისპირება უმნიშვნელოვანესია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ". - განაცხადა რაფინიამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]