ანდრე ონანა: "ბარსაში" დაბრუნება ჩემი ოცნებაა

ანდრე ონანა: "ბარსაში" დაბრუნება ჩემი ოცნებაა

ამსტერდამის "აიაქსის" კამერუნელი მეკარე, ანდრე ონანა მოხარულია, რომ მშობლიური კლუბი მისი დაბრუნებითაა დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, კლუბისგან ჯერ არაფერი სმენია, "ბარსელონაში" დაბრუნება მისი ოცნების ახდენა იქნებოდა.

Marca-სთან ინტერვიუში ონანამ განაცხადა: "კლუბისგან უშუალო კონტაქტი ჯერ არ ყოფილა, ან ჩემთვის არ უთქვამთ, მაგრამ "ბარსა" ყოველთვის ჩემი სახლი იყო და იქ დაბრუნება ჩემი ოცნებაა. თუმცა ახლა "აიაქსის" ფეხბურთელი ვარ, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და მათზე უნდა ვკონცენტრირდე.

ლა მასიაში ყოფნისას "ბარსელონა" ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ძალიან დამეხმარა."

ონანამ ის დრო გაიხსენა, როცა იასპერ სილესენთან ერთად, რომლის შესაძლო შემცვლელადაც განიხილება, "ბარსელონაზე" ისაუბრა.

"ამსტერდამში ვვარჯიშობდით, როცა მკითხა - შენი აზრით, იქ თამაშს შევძლებ? შევხედე და ვუპასუხე, რომ იქ თამაში ორივეს შეგვეძლო, მაგრამ სათამაშო დროის მოპოვება ძალიან რთული იყო, რადგან კატალონიელების კარში გერმანული კედელი დგას."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #4 23 ნოემბერი 2018 20:31
    1
    აი ისტორიის მანძილზე 2 ასეთი საუკეთესო მეკარე არ გვყოლია და რაის ონანა უნდათ ვიღაც ზანგი აიაქსის დონისაც არაა
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 23 ნოემბერი 2018 18:28
    4
    ციტატა: kendricklamar
    1+1 სისტემით ყველაზე ძლიერი მეკარეების დუეტი ყავს ბარსას დღესდღეისობით :)) რა დრო დაგვიდგაა

    მსოფლიში ყველაზე მაგარი მეკარეები გვყავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ნოემბერი 2018 15:28
    5
    არადა ერთ დროს მახსოვს ბარსას პრობლემა ყოველთვის მეკარე იყო ახლა კიდევ ვერ აგვირჩევია ვინ უფრო უკეთესია 🤗
    მარიამ მერაბიშვილი
    სტუმარი [?]
    #1 23 ნოემბერი 2018 15:18
    11
    გერმანული კედელი relieved