ჩავიმ "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი პრეტენდენტები დაასახელა
"ბარსელონას" ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ყატარულ "ალ სადში" თამაშობს, განაცხადა, თუ ვინ იმსახურებს "ოქროს ბურთის" მოგებას.
"რატომ არა მოდრიჩი? მან ბოლო სამ წელიწადში სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი იყო. ეს ასევე სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ ის ფრანგ მოთამაშეს გადასცენ, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატი ბევრს ნიშნავს.
2010 წელს ჩვენ ყველა ვწუხდით, რადგან ესპანელს ჯილდო არ მიუღია. ჩვენ ახლა სამართლიანები უნდა ვიყოთ. მსოფლიო ჩემპიონატი - ყველაზე მთავარია." - ციტირებს ჩავის Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]