სერჟი რობერტომ "ატლეტიკოსთან" ტრავმა მიიღო

სერჟი რობერტომ "ატლეტიკოსთან" ტრავმა მიიღო

სერჟი რობერტომ, რომელიც "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. 

როგორც ჩანდა, რობერტომ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. 43-ე წუთზე, მან მინდორი საკუთარი ფეხით დატოვა, მაგრამ სამედიცინო პერსონალთან ერთად მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა. 

ფეხბურთელს შემოწმება ხვალ, ბარსელონაში ჩაუტარდება და გავიგებთ, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. 

სერჟის ამ სეზონში ტრავმა უკვე ჰქონდა. მან  დაზიანება 19 სექტემბერს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო და 3 კვირა გაუცდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    maxnia17
    სტუმარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2018 02:17
    3
    იმედია ძალიან სერიოზულიც არ იქნება ამის ტრამვა, მარა ცოტა არ იყოს გამიხარდა სემედოს ეღირსება თამაში.