კოუტინიომ ხელმძღვანელობას ჰარი კეინის შეძენა სთხოვა

კოუტინიომ ხელმძღვანელობას ჰარი კეინის შეძენა სთხოვა

"ბარსელონას" ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს სურს, რომ კლუბმა "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი შეიძინოს, იტყობინება Don Balon.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ინგლისელს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ის ლუის სუარესის შეცვლის შესანიშნავი კანდიდატია.

კოუტინიომ კეინის გაფორმების სათხოვნელად "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მიმართა. ბრიტანელის ტრანსფერს ასევე "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესიც ემხრობა.

მიმდინარე სეზონში, ჰარი კეინმა, "ტოტენჰემის" მაისურით, ყველა ტურნირზე, 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლამდე მოქმედებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    gelantia
    სტუმარი [?]
    #4 27 ნოემბერი 2018 02:11
    1
    აუ ეს დონ ბალონი 😂😂სთხოვა და ემუდარა მერე 30%ს ჩემი ჯიბიდან ვდებო თქვა
    NN
    Culé [?]
    #3 27 ნოემბერი 2018 01:49
    1
    კოუტინიომ სთხოვაო laughing გამეცინა, ტიპი ნებართვის გარეშე არ იცინის და მაგას იტყოდაა laughing მესიმ შეიძლება
    [?]
    #2 27 ნოემბერი 2018 00:13
    3
    ციტატა: ani-barca10
    ციტატა: M10 S9 D11
    მოძრავი ფორვარდი არაა მოკლედ ისეთი არაა როგორიც ბარსას სჭირდება

    მოძრავია ამის თამაშებს და ტოტენჰემის თამაშებს რასაც მე ვუყურებ ბოლო წლებში ალბათ საქართველოში არავის ექნება მაგდენი ნანახი :დ სუარესივით არ არის მაგრამ სუარესივით არავინაა :დ ფასის გამო ვერ იყიდიან თორე 100 მილიონი რო ღირდეს კეინი დაუფიქრებლად უნდა მოეყვანათ

    როგორ არაა მოძრავი, სწრაფი და დრიბლიორი არაა თორე საკუთარი ნახევრიდან მინახავს შეტევაში წასული რამდენჯერაც გინდა, მეორე კიდე აღარ ვთამაშობთ იმ სტილს რასაც პეპის დროს, სადაც ტიპიური 9 არ გვადგებოდა, ეხლა ეგრე აღარაა, არც მესი მოძრაობს, დაცვას საერთოდ აღარ ეხმარება, ეგრეა საურესიც, რა დღევანდელი სუარესი მოძრაობს? კეინს ისეთი გოლის ალღო აქვს, სულ რო არ იმოძრაოს დემბელე ალბა მესი კოუ მოამარაგებენ პასებით. ჩემი აზრით კეინს კარგად მოვირგებდით, პროსტა ფასი არარეალურია. ნეიმარის დაბრუნება უფრო შეიძლება ფეხბურთელების დამატებით, თორე პოჩეტინიო ბარსაში კეინს არ გამოუშვებს
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 26 ნოემბერი 2018 22:02
    3
    ტოტენჰემი არ დათმობს კეინს