ივან რაკიტიჩი უსმან დემბელეს იცავს
"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი მიიჩნევს, რომ თავის თანაკლუბელს, უსმან დემბელეს ძალიან ძლიერად და დაუმსახურებლად აკრიტიკებენ.
"რთულია მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში გადასვლა. აქ ყოველდღე ზეწოლის ქვეშ იმყოფები. დემბელეს დრო უნდა მიეცეს. ის წარმოუდგენელ ტალანტსა და თვისებებს ფლობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას კიდევ მაღალ დონეზე ასვლა შეუძლია. ზოგჯერ საჭიროა ასეთი მოთამაშეების შეცდომებზე თვალები დახუჭო. ეს ამად ღირს, ვინაიდან მათ დიდი კარიერა ელით.
რაც შეეხება "ბარსელონას" დავალებას, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, მაგრამ ჯერ ესპანეთის ჩემპიონები უნდა გავხდეთ. "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ პრიმერაში გამარჯვების შემდეგ მოიგო. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რათა ამ მიზნებს მივაღწიოთ." - ციტირებს რაკიტიჩს Goal.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]